24 ოქტომბერი შაბათი
ძველი სტილით — 11 ოქტომბერიდღეს
წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I)
21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მოციქულისა ფილიპესი, ერთისა შვიდთა დიაკონთაგანისა (I)›
- ღირსისა თეოფანესი, ნიკეელ ეპისკოპოსისა და აღმსარებელისა და გამომეტყველისა, კანონთგამომთქმელისა (850)›
- მოწამეთა ზინაიდასი და დისა მისისა ფილონილასი (I)›
- მოც
საკითხავები
საქმ. 8: 26-39 (დას. 20). ლკ. 10: 1-21 (დას. 50).რიგ.: 2 კორ. 3: 12-18 (დას. 174).ლკ. 5: 27-32 (დას. 20).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ცათა შინა არსებული ყოველივე. ხოლო ბოროტება ხილულია ისევე, როგორადაც ხილულია ქვეყანასა ზედა არსებული ყოველივე. სიკეთე ისეთი რამაა, რომლის შედარებაც რაიმესთან შეუძლებელია, მაგრამ ადამიანს, ვისაც გონიერება აქვს მონიჭებული ღმერთისაგან, შეუძლია სიკეთე ამოირჩიოს თავისთვის. ერთს მხოლოდ ადამიანს აქვს უნარი ღმერთისა და მისი ქმნილებების შეცნობისა.





