ფსალმუნნითავი 109
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →ფსალმუნი დავითისი
1ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
2კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.
3შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ.
4ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
5უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი.
6საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა. ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი.
7ალელუაჲ



