გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

ფსალმუნნითავი 141

8 მუხლი · ≈ 1 წთ

1სიბრძნით დავითის ლოცვაჲ, ოდეს იყო ქუაბსა შინა.

2ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.

3განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.

4მო-რა-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსაცა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.

5ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არა ვინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლა ჩემგან, და არა ვინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.

6ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და ვთქუ: შენ ხარ სასო ჩემი, და ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.

7მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად: მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს.

8გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აუარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →