ფსალმუნნითავი 120
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1გალობაჲ აღსავალთა
2აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი? შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.
3ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.
4აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან.
5უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა.
6მზემან დღისი შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე.
7უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან.
8უფალმან იცევინ შესლვა შენი და გამოსლვა შენი ამიერითგან და უკუნისამდე.



