გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

3 ოქტომბერი შაბათი

ძველი სტილით — 20 სექტემბერი

ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული

მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ჯვართამაღლების შემდგომი შაბათი

დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე (+დაახლ. 118)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 1

საკითხავები

1 კორ. 1: 26-29 (დას. 125 შუა). ინ. 8: 21-30 (დას. 30).დიდმოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).

ლიტურგიკული შენიშვნა

* იდღესასწაულებაკასპის რაიონის სოფ. ერთაწმინდაში, წმ. ევსტათის ეკლესიაში.

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ვისაც არ შეუძლია კეთილისა და ბოროტის გარჩევა, მან არც უნდა თქვას ხოლმე - ეს კაცი ბოროტია, ის კი კეთილიო. ღმრთის შემცნობელი ადამიანი - კეთილია, ხოლო თუკი არ არის კეთილი, მაშ, არც ღმერთი შეუცვნია, და არც ღმერთმა იცის იგი, რადგან ერთადერთი საშუალება ღმერთის შესაცნობად ადამიანისათვის - სიკეთეა.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026