გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

29 სექტემბერი სამშაბათი

ძველი სტილით — 16 სექტემბერი

ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული

მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

წმიდა მოწამე მელიტინა (+138-161)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 6

საკითხავები

ლიტ.: ეფ. 5: 20-26 (დას. 230).მთ: 23: 23-28 (დას. 95).დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

როგორც მესაჭენი მართავენ ზღვაში ხომალდს, რათა წყალქვეშა კლდეებს არ შეასკდნენ და არ დაინთქან, ასევე ღვთის სათნო ცხოვრების მოშურნეთაც, დაე, გულდასმით განიხილონ, რისი ქმნა ჯერ-არს მათთვის და რისი - არა, რა უნდა შეიწყნარონ და რას - განეშორონ, და ამასთან, დაე, თავიანთთვის სასარგებლოდ მიიჩნევდნენ და მიიღებდნენ მხოლოდ იმას, რასაც ჭეშმაარიტად ღვთაებრივი სჯული შეგვაგონებს და გვასწავლის.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026