18 სექტემბერი პარასკევი
ძველი სტილით — 5 სექტემბერიდღეს
წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი - მშობელნი იოანე ნათლისმცემლისა (I)
მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წინასწარმეტყველისა ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა– წმიდისა იოანე ნათლისმცემლის მშობელთა (I)›
- მოწამეთა: თიფაილისა და დისა მისისა თიბეასი (ვევეასი) (98-138)
- მოწამისა სარვილესი
- მოწამისა რაისასი (ირაიდასი) (308)›
- მოწამეთა იუვენტინე და მაქსიმე მხედართა (361-363)›
- მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა მოწესეთა, ნიკომიდიას წამებულთა (370)›
- მოწამისა აბდისი (აბიდისი) სპარსეთში (V)
- წმიდისა მოწამისა პეტრე ათირელისა
- ზაქარია წინასწარმეტყველისა, რომელი იყო იერუსალიმით, ძე იოდაე მღვდელისა, რომელსა ეწოდებოდა ბარაქია, რომელი მოკლა იოაზ მეფემან იუდაისმან
საკითხავები
ლიტ.: ეფ. 1: 7-17 (დას. 217). მკ. 8: 1-10 (დას. 32).წინასწარმეტყ.: ებრ. 6: 13-20 (დას. 314). მთ. 23: 29-39 (დას. 96).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
იყავი ერში ისე, როგორც ლოთი სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი მათ არ ბაძავდა და აკეთებდა იმას, რაც ღვთის წმიდა ნებისათვის სათნო იყო: ასევე მოიქეცი შენც - ნუ მიბაძავ იმას, რასაც ბოროტი სამყარო სჩადის.







