გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: წმიდა მოწამე რაისა (ან ირიადა) (+დაახლ. 308)
ხატი: Authors of Menologion of Basil II (circa 985 AC, Constantinople), Byzantine manuscript illuminators [1] : Pantoleon with · Public domain
იხსენიება 5 სექტემბერი · 18 სექტემბერი ახ. სტ.

წმიდა მოწამე რაისა (ან ირიადა) (+დაახლ. 308)

წმიდა მოწამე რაისა (ირიადა) ქალწული ქალაქ ალექსანდრიიდან იყო და ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. ერთხელ, მონასტრიდან მორჩილების საქმეზე გასულმა ნეტარმა შენიშნა ხომალდი, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ. ნეტარი რაისა ნებით შეუერთდა ტყვეებს. როცა ხომალდი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში გაჩერდა, რაისა (ირიადა) პირველი გადასცეს საწამებლად და მახვილით განგმირეს. მის შემდეგ სხვა მარტვილებმაც სისხლის დათხევით დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი.

წმიდა რაისა 23 ოქტომბერსაც იხსენიება ირიადას სახელით.

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →