გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

12 სექტემბერი შაბათი

ძველი სტილით — 30 აგვისტო

წმიდა ალექსანდრე (+340), იოანე (VI) და პავლე ახალი (+784) - კონსტანტინოპოლის პატრიარქნი

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

წმიდა ალექსანდრე (+340), იოანე (VI) და პავლე ახალი (+784) - კონსტანტინოპოლის პატრიარქნი

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

გალ, 4: 8-21 (დას 210). მკ. 6: 45-53 (დას. 26)

პარ. 1 კორ. 4: 17-5: 5 (დას. 132). მთ. 24: 1-13 (დას. 97)

შაბ.

ლიტურგიკული შენიშვნა

ხსენებისდღე დაწესდა წმიდა სინოდის 2015 წლის 22 დეკემბრის კრების განჩინებით.

*თუ უპირატესი ინებებს ილია მართლის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239. **თუ უპირატესი ინებებს წმ. ალექსანდრეს განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.

ხმა და დღის ფსალმუნნი

5
ამ კვირის ხმაა 5რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

საცდური ჭირით დაწყლულებას ჰგავს, რომელიც ერთ ადამიანში იწყება და მრავალს - ახლოს მყოფს აზიანებს.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026