გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

26 სექტემბერი შაბათი

ძველი სტილით — 13 სექტემბერი

ჯვრის ამაღლების წინა შაბათი

მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 10

საკითხავები

მწუხ.: 1) ეს. 43: 9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3.

ცისკ.: ქეთევანისა: მთ. 15: 21-28 (დას, 62),

ლიტ.: ჯვრის ამაღლების წინა შაბათისა: 1 კორ. 2: 6-9 (დას. 126). მთ. 10: 37 - 11: 1 (დას. 39).ქეთევანისა: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).

ლიტურგიკული შენიშვნა

* თუუპირატესი ინებებს შესრულდეს იერუსალიმის აღდგომის ტაძრის განახლების განგება, იქ წმ. დიდმოწამის ქეთევანის საკითხავების ნაცვლად წაიკითხება: ებრ 3: 1-4 (დას. 307). მთ. 16: 13-18 (დას. 67).

ხმა და დღის ფსალმუნნი

7
ამ კვირის ხმაა 7რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

უფალსა და მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს არ უთქვამს, რომ აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში მივიღებთ დამსახურებულ საზღაურს შრომათა და ტანჯვათათვის. არამედ მან თქვა, რომ აქ, ამქვეყნად მხოლოდ განსაცდელი, ჭირი, შევიწროვება, გაჭირვება და მწუხარება იქნება ჩვენი ხვედრი, ხოლო საზღაური კი ყოველივე ამისთვის - იმქვეყნიურ ცხოვრებაში მოგვეგება. ცხოვრება ისე ღვაწლთა და საცთურთა გზაა.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026