გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

20 სექტემბერი კვირა

ძველი სტილით — 7 სექტემბერი

ჯვრის ამაღლების წინა კვირიაკე

მე-16 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII.

წმიდა მოციქული ევოდი (+66) და ონისიფორე (+67-ის შემდეგ) - სამოცდაათთაგანნი

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-5, ლკ. 24: 12-35 (დას. 113).

ლიტ.: ჯვრის ამაღლების წინა კვირიაკისა: გალ. 6: 11-18 (დას, 215): ინ. 3: 13-17 (დას. 9).რიგ.:2 კორ. 6: 1-10 (დას. 181).მთ. 25: 14-30 (დას. 105).

ხმა და დღის ფსალმუნნი

7
ამ კვირის ხმაა 7რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლივ სცოდავს.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026