24 სექტემბერი ხუთშაბათი
ძველი სტილით — 11 სექტემბერიდღეს
ღმრთისმშობლის შობის შემდგომი დღესასწაული
მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მოწამეთა: 300-თა არაგველთა და კრწანისის ომში საქართველოსთვის მოწყვედილთა სამღვდელოთა და საეროთა(1795)*
- ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491)›
- მოწამეთა: დიმიტრისა, ცოლისა მისისა ევანთიასი, და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I)›
- მოწამეთა დიოდორე და დიდიმო ასურელთა›
- მოწამისა იასი, სპარსეთს ვნებულისა (362-364)
- ღირსისა ევფროსინესი (IX)›
- ღირსისა სილუანე ათონელისა (1938)
საკითხავები
ეფ. 4: 14-19 (დას. 225). მკ. 11: 27-33 (დას. 52).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს მოწამეთა განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 13ფსალმუნნი 91–100›
- ცისკარზე · კათიზმა 14ფსალმუნნი 101–104›
- მწუხრზე · კათიზმა 15ფსალმუნნი 105–108›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ნუ იქნები გზაზე მდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის: არამედ იყავი წინამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის.








