10 სექტემბერი ხუთშაბათი
ძველი სტილით — 28 აგვისტოდღეს
მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- დიდმოწამისა შუშანიკ დედოფლისა(475, დაკრძალულია მეტეხის ტაძარში)*
- ღირსისა მოსე შავისა (400)›
- მართლისა ანა წინასწარმეტყველისა ღმრთისმიმგებებლისა, ფანოელის ასულისა (I)›
საკითხავები
ცისკ.: მთ. 15: 21-28 (დას. 62).
ლიტ.: გალ. 3: 23 - 4: 5 (დას. 208). მკ. 6: 30-45 (დას. 25).დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
ლიტურგიკული შენიშვნა
* წმ. შუშანიკისხსენება მის ცხოვრებაში და უძველეს ლიტურგიკულ კრებულებში მისი გარდაცვალების დღეს – 17 ოქტომბერსაა დადებული. გიორგი მთაწმიდელის დიდ სვინაქსარში (XI ს.) და თვენში ეს ხსენება 21 აგვისტოსაა გადატანილი, უფრო გვიანდელ კრებულებში (XVIII-XIX ს.ს.) – 28 აგვისტოს.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 13ფსალმუნნი 91–100›
- ცისკარზე · კათიზმა 14ფსალმუნნი 101–104›
- მწუხრზე · კათიზმა 15ფსალმუნნი 105–108›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ქრისტიანული სახელი ქრისტიანული ცხოვრების გარეშე მლიქვნელობაა.




