2 სექტემბერი ოთხშაბათი
ძველი სტილით — 20 აგვისტოდღეს
მიძინებისშემდგომიდღესასწაული
მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წინასწარმეტყველისა სამუელისა (1144 წ. ქრ. შ-მდე)
- მოწამეთა სევირესი, მემნონისა და მათ თანა 37-თა მოწამეთა (304)›
- დიდმოწამისა ქეთევან დედოფლის წმიდათა ნაწილთა გადმოსვენება სპარსეთიდან. დიდგორობა(სოფ. დიღმის ზემოთ, დიდგორის მთაზე)
საკითხავები
2 კორ. 13: 3-13 (დას. 197). მკ. 4: 35-41 (დას. 18).
ლიტურგიკული შენიშვნა
* იხილესაქართველოს კალენდარი 1905 წლისა, ტფილისი 1904, გვ. 44. ასევე, იხ. დიდმოწამე ქეთევანის განგება 13 სექტემბერს.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ნუ იჩქარებთ მონასტერში წასვლას, სანამ მთელს თქვენს საერო კვანძებს არ დახსნით, თუ გსურთ, მშვიდად გადააბათ თქვენი ცხოვრება ძმებისას.




