გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: წმიდა მოწამენი: სევეროსი, მემნონი და მათ თანა 37 მოწამე (+304)
ხატი: karibche.ge
იხსენიება 20 აგვისტო · 2 სექტემბერი ახ. სტ.

წმიდა მოწამენი: სევეროსი, მემნონი და მათ თანა 37 მოწამე (+304)

წმიდა მოწამენი სევეროსი, მემნონი და მათთან ოცდაჩვიდმეტი მოწამე თრაკიის ფილიპოპოლში აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ქრისტეს სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის წმიდა სევეროსი საშინლად აწამეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. როცა მმართველმა შეიტყო, რომ წმიდა სევეროსმა ასისთავი მემნონი ქრისტიანობაზე მოაქცია, ისიც სატანჯველად გადასცა. მასთან ერთად ეწამა კიდევ ოცდაჩვიდ-მეტი ქრისტიანი. ყველა მათგანს ხელ-ფეხი მოაჭრეს და გახურებულ ღუმელში შეყარეს (+304).

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →