გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: წმიდა მოწამე მელიტინა (+138-161)
ხატი: John Sanidopoulos · CC0
იხსენიება 16 სექტემბერი · 29 სექტემბერი ახ. სტ.

წმიდა მოწამე მელიტინა (+138-161)

წმიდა მოწამე მელიტინა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ზეობისას. იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო და დაუცხრომელი მოშურნეობისთვის უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ლოცვის ძალით ნეტარმა შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის - ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის მეუღლეც. როცა მმართველმა ამის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე წარადგინა წმიდა მელიტინა და თავის მოკვეთა მიუსაჯა. მაკედონიელმა აკაკიმ, რომელიც სამშობლოში მიემგზავრებოდა, კრძალვით წაასვენა მარტვილის ცხედარი - სურდა, მაკედონიაში დაეკრძალა იგი, მაგრამ გზაში დასნეულდა და გარდაიცვალა. ხომალდი კუნძულ ლემნოსთან გაჩერდა. წმიდა მელიტინა აქ მიაბარეს მიწას. მის გვერდით დაფლეს აკაკიც.

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →