28 ნოემბერი შაბათი
ძველი სტილით — 15 ნოემბერიდღეს
წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი (+299-306) და აბიბო (+322)
26-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მოწამეთა და აღმსარებელთა: გურიასი, სამონასი მღვდელთა (299-306) და აბიბოს დიაკონისა (322)›
- მოწამეთა: ელპიდესი, მარკელისა და ევსტოქისა (361-363)›
- მოწამისა დიმიტრისა (307)›
- რიგ.: დასაწყისი ქრისტესშობის მარხვისა(იხ. 26 მაისი, პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი
საკითხავები
გალ. 3: 8-12 (დას. 205).ლკ. 9: 37-43 (დას. 46).
ლიტურგიკული შენიშვნა
შენიშვნა).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
კიცხევა, შენი მისამართით თქმული, პატივსა და განდიდებაზე უფრო მეტად შეიყვარე, სხეულის დაშვრომა მოსვენებაზე მეტად, და აუცილებელ საგანთა უქონლობა - მათს სიჭარბეზე მეტად.








