2 დეკემბერი ოთხშაბათი
ძველი სტილით — 19 ნოემბერიდღეს
ღირსი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)
27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა ილარიონ ქართველისა, სასწაულთმოქმედისა(875)›
- წინასწარმეტყველისა აბდიასი (IX ს. ქრ. შ-მდე)›
- მოწამისა ვარლაამისა (304)
- ღირსთა: ბალაჰვარისა და იოდასაფისა, ინდოეთის უფლისწულისა და მამისა მისისა აბენეს მეფისა (IV)›
- მოწამეთა: აზი საკვირველთმოქმედისა, მის თანა 150-თა მხედართა და ეპარხოსის ცოლისა და ასულისა (284-305)
- მოწამისა ილიოდორესი (272)›
- ფილარეტ მოსკოველ მიტროპოლიტისა (1867)
საკითხავები
ცისკ.: მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ლიტ.: 1 ტიმ. 5: 22-6: 11 (დას. 287). ლკ. 15: 1-10 (დას. 78).ღირ.: გალ. 5: 22 - 6: 2 (დას. 213). მთ. 4: 25 - 5: 12 (დას. 10).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
მტკიცედ გქონდეს დამარხული გულში შეგნება იმისა, რომ ყოველივეში შენს სულიერ მამას დაემორჩილო, და თუ ამას იქმ, შენში ღმრთის შიში ჩასახლდება.





