23 დეკემბერი ოთხშაბათი
ძველი სტილით — 10 დეკემბერიდღეს
წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ მესამე (+1308)
30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მოწამისა მეფისა ვახტანგ III-ისა,ძისა წმიდისა მეფისა დემეტრე თავდადებულისა (1302-1308)*›
- მოწამეთა: მინასი, ერმოგენისა და ევგრაფისა (313)›
- მოწამისა გემელი პაფლაგონიელისა (361)
- ღირსისა თომასი (X)›
- ნეტართა: იოანესი (1503) და მშობელთა მისთა – სტეფანესი (1446) და ანგელინასი (1520), სერბეთის მთავართა›
- იოასაფ ბელგოროდელ ეპისკოპოსისა (1754)
საკითხავები
ლიტ.: ებრ. 10: 1-18 (დას. 323). ლკ. 21: 5-7, 10-11, 20-24 (დას. 104).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს მოწ. ვახტანგის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
როცა ვინმესთან მისვლა მოგიხდება ძმათაგან, დაე, ღმრთის შიში იყოს შენს გულში, და ბაგენი შენნი დაიდუმე, რათა საცთური არ შეგხვდეს და მშვიდობით დაუბრუნდე შენს სენაკს.





