27 დეკემბერი კვირა
ძველი სტილით — 14 დეკემბერიდღეს
წმიდათა მამამთავართა კვირიაკე
30-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა V.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მოწამეთა: თვირსოსი, ლევკისა და კალინიკესი (III)
- მოწამეთა: ფილიმონისა, აპოლონისა, არიანესი და თეოტიქესი, იპატისა და მათ-თანათა (286-287)›
- კონსტანტინეპოლს მომხდარისა დიდისა და საშინელისა მიწისძვრისა (557)
- წმიდისა მარიამისა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დიდი დედისა (ბებია)*
საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).
ლიტ.: კოლ. 3: 4-11 (დას. 257) (29-ე კვირიაკისა)**.ლკ. 14: 16-24 (დას. 76) (28-ე კვირიაკისა)**.
ლიტურგიკული შენიშვნა
* გარდამავალიამოიხსენიება წმიდათა მამამთავართა კვირიაკეს. ** ტიპიკონისმითითებით, წმიდათა მამათმთავართა კვირიაკეს იკითხება 29-ე კვირიაკის სამოციქულო (კოლ. 257 დას.) და. 28-ე კვირიაკის სახარება (ლკ. 76 დას.). შენიშვნა:წმიდათა მამათმთავართა კვირიაკეს დამთხვეული წმიდის განგება გადაიხდება წინა პარასკევს (სერობაზე). (იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 479. 2013 წ. წიგნი II, გვ. 63).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
საგანი შენი სიტყვა-საუბრებისა, დაე, ყოველთვის ღმერთის კეთილმოქმედებანი და მოწყალებანი იყოს - ამით შენ ღირსი შეიქნები უზენაესისაგან კიდევ უფრო მეტი სიკეთისა და მოწყალების მიღებისა. ყოველი შენი სიტყვით ღმერთს განადიდებდე.







