გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
ხატი: karibche.ge
იხსენიება 4 ოქტომბერი · 17 ოქტომბერი ახ. სტ.

მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)

მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი ათენის არეოპაგის წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე დიონისე არეოპაგელთან (ხს. 3 ოქტომბერს და 4 იანვარს) ერთად და შემდგომ ეპისკოპოსადაც აკურთხა. გადმოცემით, იეროთეოსი და წმიდა დიონისე ესწრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაკრძალვას. ნეტარი მამა I საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად.

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →