24 აგვისტო ორშაბათი
ძველი სტილით — 11 აგვისტოდღეს
უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული
მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მოწამისა ევპლო დიაკონისა (304)
- მოწამისა სოსანა ქალწულისა და მის-თანათა: გაიუს რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდისა, მაქსიმესი, პრეპედიგნასი, და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფესი (295-296)›
საკითხავები
2 კორ. 8: 7-15 (დას. 186). მკ. 3: 6-12 (დას. 11).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს - ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.



