გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

1 ივლისი ოთხშაბათი

ძველი სტილით — 18 ივნისი

წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)

მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

ლიტ.: რომ. 15: 7-16 (დას. 117). მთ. 12: 38-45 (დას. 48).

ლიტურგიკული შენიშვნა

*თუ უპირატესი ინებებს ღირსი მიქაელის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.

ხმა და დღის ფსალმუნნი

3
ამ კვირის ხმაა 3რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

უფალს ყველა ჩვენგანი უყვარს, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ყველა. ზოგი შეიძლება ღარიბულ ქოხში ცხოვრობდეს, მაგრამ მისი სული სამსახოვანი ღმერთის სავანე იყოს. ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, შეუძლებელია არ უყვარდეს მოყვასი. ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026