გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

1 ივნისი ორშაბათი

ძველი სტილით — 19 მაისი

სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული

Iშვიდეული შემდგომად მეერგასისა.სულიწმიდის ორშაბათი.

წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში (323)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

ცისკ.: მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).

ლიტ.: ეფ. 5: 8-19 (დას. 229). მთ. 18: 10-20 (დას. 75).ნინოსი: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). მთ. 25: 1-13 (დას. 104).

ლიტურგიკული შენიშვნა

*„სულიწმიდის ორშაბათი“– ეს ტერმინი ლიტურგიკულ კრებულებში აღნიშნავს სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის მეორე დღეს – ორშაბათს. ესაა სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაულის დასაწყისი, და არა სულიწმიდის ცალკე დღესასწაული. შემდგომი დღესასწაულის მომდევნო დღეებს ეწოდება სულიწმიდის სამშაბათი, სულიწმიდის ოთხშაბათი და ა.შ. ხოლო მისი დასასრული, ანუ წარგზავნა იქნება შაბათს, 31 (13) ივნისს. შენიშვნა:ამ დღეს დამთხვეული თვენის წმიდის განგება (გარდა საჩინო წმიდისა) გადაიტანება მომდევნო დღეს - სამშაბათს და შესრულდება დღესასწაულის განგებასთან ერთად (იხ. ზატიკი, 1850 წ. მარკოზის თავთაგან, გვ. 475).

ხმა და დღის ფსალმუნნი

7
ამ კვირის ხმაა 7რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზეც გააჩნია ძალაუფლება; ხოლო მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორც საჭიროა, საკუთარი თავი.

— წმ. იოანე კიბისაღმწერელი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026