26 ივნისი პარასკევი
ძველი სტილით — 13 ივნისიდღეს
წმიდა ანთიმოზ ივერიელი (+1716)
მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამისა ანთიმ (ანთიმოზ) ივერიელისა, უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტისა(1716)*›
- მოწამისა აკვილინა ბიბლოსელისა (293)›
- ტრიფილე კვიპროსის ლევკუსიის ეპისკოპოსისა (370)›
- ქალწულმოწამისა ანტონინასი (284-305)›
- ღირსთა ანასი (826) და ძისა მისისა იოანესი (IX)
- ანტიპატროსი, ბოსტრელ ეპისკოპოსისა (VI)
საკითხავები
ლიტ.:
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს წმიდა ანთიმის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ნუ შეწყვეტ ლოცვას, ოდეს მაცდურმა უგრძნობელობა გულისა გამთხვიოს. სულით მშრალი, თუ ლოცვას განაგრძობ, ცრემლით მლოცველზე მაღლა დადგები. იღუმენი არსენი






