9 ივნისი სამშაბათი
ძველი სტილით — 27 მაისიდღეს
ღირსი მამა ბასილი, რომელი იყო ძე ბაგრატ III-ისა
მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა ბასილისა, მეფე ბაგრატ III-ის ძისა (XI)›
- ღირსისა მიქაელ პარეხელისა (VII-IX)
- მღვდელმოწამისა თერაპონტი სარდიელ ეპისკოპოსისა (III)›
- მოწამეთს თეოდორა ქალწულისა და დიდიმე მხედრისა (304)›
- მართლისა იოანე რუსისა, აღმსარებელისა (1730)›
საკითხავები
რომ. 4: 4-12 (დას. 86). მთ. 7: 15-21 (დას. 22).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 7ფსალმუნნი 46–54›
- ცისკარზე · კათიზმა 8ფსალმუნნი 55–63›
- მწუხრზე · კათიზმა 9ფსალმუნნი 64–69›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – სამშობლოს და სხეულს რაც გინდათ, ის უყავით.






