გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

7 ივნისი კვირა

ძველი სტილით — 25 მაისი

კრება ყოველთა წმიდათა

Iკვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმაVIII.

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (დაახლ. 850)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 2

საკითხავები

მწუხრ.: 1) ეს. 43: 9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3). სიბრძ. 515-24. 6: 1-3.

ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).

ლიტ.: ებრ: 11: 33 - 12: 2 (დას. 330). მთ. 10: 32-33, 37-38; 10: 27-30 (დას. 38).

ლიტურგიკული შენიშვნა

შენიშვნა:ყოველთა წმიდათა კვირიაკესდამთხვეული თვენის წმიდის განგებაშესრულდებაპარასკევს სერობაზე, ან როცა უპირატესი ინებებს(იხ. ზატიკი, 1850 წ. გვ. 376), ხოლო საჩინო წმიდის, ან ეკლესიის წმიდის განგება გადაიხდება ამავე დღეს, მსგავსად ამ დღეს დამთხვეული იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის დღესასწაულისა (იხ. ზატიკი, 1850 წ. გვ. 476). *წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის დღესასწაული დაიტევება და გადაიტანება 23 მაისს, ან როცა უპირატესი ინებებს (იხ. 23 მაისის შენიშვნა).

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?

— წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026