გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

3 ივნისი ოთხშაბათი

ძველი სტილით — 21 მაისი

სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული

Iშვიდეული შემდგომად მეერგასისა.ოთხშაბათი

წმიდა დიდი მეფენი, მოციქულთასწორნი კონსტანტინე (+337) და ელენე (+327)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 1

საკითხავები

მწუხრად:მოციქულთა სწორთა: 1) 3 მეფ. 8: 22-23, 27-30. 2) ეს. 61: 10-11; 62: 1-5. 3) ეს. 60: 1-16.

ცისკ.: ინ. 10: 9-16 (დას. 36).

ლიტ.: რომ. 1: 18-27 (დას. 80). მთ. 5: 20-26 (დას. 12).მოციქულთა სწორთა - საქმ. 26: 1-5, 12-20 (დას. 49. ინ. 19: 1-9 (დას. 35, შუა).

ლიტურგიკული შენიშვნა

შენიშვნა 2:თუ უპირატესი ინებებს მცხეთის ჯვრის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ ჯვრისთვის ყოველივე განგება იხ. 14 სექტემბერს.

შენიშვნა:სამოციქულოში, სადღესასწაულოში და ტიპიკონში მოციქულთა სწორთა კონსტანტინე მეფისა და ელენე დედოფლის სამოციქულოს საკითხავების მითითების შემდეგ წერია ბუნდოვანი ფრაზა: „ხოლო უკუეთუ იყოს ერგასი..“, მაგრამ აღარაფერს იუწყება დამატებით. ამ ბუნდოვანებას ხსნის შიომღვიმის ტიპიკონი (გვ. 87), სადაც წერია: „ხოლო უკუეთუ ზატიკთა შინა მიხუდეს“, ანუ თუ კონსტანტინესა და ელენეს ხსენება დაემთხვა ზატიკის პერიოდს, კერძოდ, აღდგომიდან მე-4 (განრღვეულის) კვირიაკის პარასკევიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკის ხუთშაბათის ჩათვლით, მაშინ წაიკითხება ზემოაღნიშნული სამოციქულოს საკითხავი. ხოლო თუ არ დაემთხვა ამ პერიოდს, - გალ. 1: 11-19 (დას. 200). *გარდამავალია,აღინიშნება სულიწმიდის მოფენის შემდგომ ოთხშაბათს.

ხმა და დღის ფსალმუნნი

7
ამ კვირის ხმაა 7რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

როგორ დავიცავთ გულს, თუკი ჩვენი ენა ღია კარს ჰგავს?

— ღირსი სისოი დიდი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026