გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

8 ივნისი ორშაბათი

ძველი სტილით — 26 მაისი

წმიდა მოწამე გიორგი ახალი (1515)

მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი (IX)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

რომ. 2: 28-3: 18 (დას. 83). მთ. 6: 31-34; 7: 9 -11 (დას. 19).

ლიტურგიკული შენიშვნა

შენიშვნა:ტიპიკონის განწესებით, ქრისტეს შობისა და მიძინების მარხვების მსგავსად, პეტრე-პავლობის მარხვის ზოგიერთ დღეს (სახელდობრ, პეტრე-პავლობის მარხვაში – მარხვის პირველ დღეს, 22, 28, 29, 30, 31 მაისს; 2, 3, 4, 5, 6, 7, 10, 15, 18, 20, 22, 26 ივნისს, ასევე მიძინების მარხვაში: 4 აგვისტოს, ხოლო ქრისტეს შობის მარხვაში – 15 და 18 ნოემბერს; 1, 3, 7, 15, 18 – დეკემბერს), მითითებულია შესრულება „ტროპარისა“. ან „ალილუიასი“ (რიცხვები დაზუსტებულია შიომღვიმის ტიპიკონის მიხედვით). „განგება ალილუია“ ანუ სამარხვო განგება, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ თავისებურებებს (არ აღესრულება ლიტურგია, სამხრად ანუ სადილის ჟამზე იკითხება სამოციქულო და სახარება, იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა მეტანიებით და სხვა), აღესრულება ამ რიცხვებში, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი დაემთხვევა ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, და ამ რიცხვებში არ არის ან დღესასწაული, ან წინადღესასწაული, ან შემდგომი დღესასწაული, ან დღესასწაულის წარგზავნა. ხოლო „ტროპარი“, ანუ ჩვეულებრივი არასამარხვო განგება, აღესრულება დანარჩენ შემთხვევებში. თუ ზემოთ მითითებულ რიცხვებში (ორშაბათს, ოთხშაბათს, ან პარასკევს) დაემთხვა ტაძრის წმიდის ხსენება, ან უპირატესი ინებებს ამ რიცხვებში წმიდათა მსახურების საზეიმოდ (სადღესასწაულოდ) შესრულებას, მაშინ „განგება ალილუია“ ანუ სამარხვო განგება არ აღესრულება [იხ. ლიტურგიკული კრებული №1, თბილისი 1995, გვ. 63-64; ჟამნ-გულანი, ხელნაწერიA84; ჟამნი, თბილისი 1899, გვ. სჟზ (297), და ტიპიკონი შიომღვიმის მონასტრისა, თბილისი 2005].

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

სამშობლოსა და მისი სიწმინდეების დამცველი პირნათლად ასრულებს ქრისტეს მცნებას: „უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის“ (იოანე 15, 13)

— მიტროპოლიტი ფილარეტი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026