23 ივნისი სამშაბათი
ძველი სტილით — 10 ივნისიდღეს
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+361-363)
მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა თამარ აღმსარებელისა(მარჯანიშვილი, 1869-1936)*
- მღვდელმოწამისა ტიმოთესი, პრუსიელ ეპისკოპოსისა (361-363)›
- მოწამეთა ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (313): ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა და ღირსისა დედისა პანსემნისა (363)›
- ბასიანესი, ლავდიელ ეპისკოპოსისა (409)›
საკითხავები
რომ. 10: 11 - 11: 2 (დას. 104). მთ. 11: 16-20. (დას. 41).
ლიტურგიკული შენიშვნა
*ხსენებისდღე დაწესდა წმიდა სინოდის 2016 წლის 22 დეკემბრის კრების განჩინებით. *თუ უპირატესი ინებებს ღირსი თამარის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 7ფსალმუნნი 46–54›
- ცისკარზე · კათიზმა 8ფსალმუნნი 55–63›
- მწუხრზე · კათიზმა 9ფსალმუნნი 64–69›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით.






