18 ივნისი ხუთშაბათი
ძველი სტილით — 5 ივნისიდღეს
მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 326)
მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამისა დოროთესი, ტვირელ ეპისკოპოსისა (362)›
- მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერიქესი, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგისა, სელინისა, ერინისა და პამბოსი (305-311)›
- ღირსისა თეოდორე სასწაულთმოქმედისა (VI)›
- ღირსისა ანუბისა, ეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV )›
- ღირსისა დოროთესი, აბბა სერიდის სავანის მკვიდრისა (620)›
- ილარიონისა, დალმატის მამასახლისისა (ხსენება სასწაულისა მისისა)
საკითხავები
რომ. 8: 22-27 (დას. 98). მთ. 10: 23-31 (დას. 37).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 13ფსალმუნნი 91–100›
- ცისკარზე · კათიზმა 14ფსალმუნნი 101–104›
- მწუხრზე · კათიზმა 15ფსალმუნნი 105–108›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი






