5 ივნისი პარასკევი
ძველი სტილით — 23 მაისიდღეს
სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული
Iშვიდეული შემდგომად მეერგასისა.პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა დამიანესი, მეფე-ყოფილისა დემეტრესი, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელისა (1157)›
- წმიდისა იოანე I-ისა, მთავარეპისკოპოსისა მცხეთისა და სრულიად ივერიისა (IV)*
- მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV )*
- ღირსისა მიქაელ აღმსარებელისა, სვინადელ ეპისკოპოსისა (821): ღირსისა მოწამისა მიქაელ საბაწმიდელისა (685-705)›
საკითხავები
ცისკ.: ლკ. 7: 17-30 (დას. 31).
ლიტ.: რომ. 2: 14-29 (დას. 82). მთ. 5: 33-41 (დას. 14).ნათლისმც.: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). მთ. 11: 2-15 (დას. 40). შენიშვნა 2:თუ უპირატესი ინებებს ღირსი დამიანეს და მთავარეპისკოპოს იოანეს ან მოციქულთა სწორთა განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ლიტურგიკული შენიშვნა
შენიშვნა 1:ტიპიკონის მითითებით წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის დღესასწაული გადმოიტანება 25 მაისიდან 23 მაისს, ან როცა უპირატესი ინებებს (იხ. სადღესასწაულო, გვ. 1040; იხ. ზატიკი მარკოზის თავთაგან გვ. 476).
*ხსენების დღე დაწესდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2017 წლის 16 მაისი N 35 ბრძანებით.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისეცე მოგექცევა შენც ღმერთი.
— ნეტარი ავგუსტინე · #






