16 ივნისი სამშაბათი
ძველი სტილით — 3 ივნისიდღეს
მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მოწამეთა: ლუკილიანესი, პავლასი და მათთანა ჩვილთა: კლავდისა, იპატისა, პავლესი და დიონისისა (270-275)›
- მღვდელმოწამისა ლუკიანე ეპისკოპოსისა, მაქსიანე ხუცისა, ივლიანე დიაკონისა, მარკელინესი და სატურნინესი, ბელგიაში ვნებულთა (81-96)›
საკითხავები
რომ. 7: 14-8: 2 (დას. 95). მთ. 10: 9-15 (დას. 35).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 7ფსალმუნნი 46–54›
- ცისკარზე · კათიზმა 8ფსალმუნნი 55–63›
- მწუხრზე · კათიზმა 9ფსალმუნნი 64–69›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს.




