6 ივნისი შაბათი
ძველი სტილით — 24 მაისიდღეს
სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის წარგზავნა
Iშვიდეული შემდგომად მეერგასისა.შაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულთმოქმედისა, რომელი იყო დამკვიდრებული მთასა საკვირველსა(590-596)›
- მოწამეთა მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალინიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი, ფავსტოსი, ფისტოსი, მარკელესი, მელიტონისა, სერგისა, მარკელლონისა, ფელიქსისა, ფოტინესი, თევდორისკესი, მერკვირესი, დიდიმესი›
- დედათა: სოსანასი, მარკიანესი, პალადიასი
- ჩვილთა: კვირიაკესი, ქრისტიანესი და მათთანა, ბევრთა და ათასთა და ორასორმოცდაათთა (11250) (218)
- კონსტანტინეპოლით მთაწმიდას მიცვალება წმიდათა ნაწილთა ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმიდელისათა, და დადება ლარნაკსა შინა*
საკითხავები
რომ. 17-12 (დას. 79, შუა). მთ. 5: 42-48 (დას. 15).
ლიტურგიკული შენიშვნა
თუ უპირატესი ინებებს წმიდა გიორგი მთაწმინდელის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ ყოველი განგება მისთვის იხილეთ 27 ივნისს, რომელიც შესრულდება სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის წარგზავნასთან ერთად (იხ. ზატიკი მარკოზის თავთაგან გვ. 475).
* ამ მოსახსენებლისგანწესებას გვაუწყებს „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს. 65-ე კანონი: თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.
— წმიდა მოციქულთა კანონებიდან · #







