გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელი და პავლე გარეჯელნი - ლეკთაგან მოწყვეტილნი (+1696-1700)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 2

საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).

ლიტ.: რომ. 2: 10-16 (დას. 81 შუა). მთ. 4: 18-23 (დას. 9).ღირსმოწამეთა საკითხავი საზიაროთაგან.

ლიტურგიკული შენიშვნა

* ყოველთაწმიდათა ქართველთა მოსახსენებელი დადგენილია უწმიდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2012 წლის 4 ივლისს.მისივე კურთხევით 1995 წელს დაიხატა ხატი ყოველთა ქართველთა წმიდათა, რომელსაც ეწოდა „საქართველოს სამოთხე“. ეს ხატი ამჟამად დასვენებულია საქართველოს საპატრიარქოში. ** გარდამავალია,მოიხსენიება სულიწმიდის მოსვლიდან მე-2 კვირიაკეს.

ხმა და დღის ფსალმუნნი

1
ამ კვირის ხმაა 1რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ჩვენ ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზედ, არამედ ღრუბლებში.

— წმინდა გრიგოლ ივერიელი (ფერაძე) · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026