3 ივლისი პარასკევი
ძველი სტილით — 20 ივნისიდღეს
წმიდა მოწამენი ინა, პინა და რიმა (I-II სს.)
მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამისა მეთოდისა, პატარელ ეპისკოპოსისა (312)
- მოწამე მამათა: ინასი, პინასი და რიმასი (I-II)›
- მოწამეთა: არისტოკლე ხუცისა, დიმიტრი დიაკონისა და ათანასე წიგნისმკითხველისა (306)›
- ლევკიოს აღმსარებელისა, ვრუნტისიოპოლელ ეპისკოპოსისა (V)›
- მოწამეთა იოსტოსი და დულასი
- მღვდელმოწამისა ასვინკრიტესი და მის-თანათა
- ღირსისა იოსებ განშორებულისა
საკითხავები
რომ. 16: 1-16 (დას. 120). მთ. 13: 3-9 (დას. 50).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია... დედა თამარი (მარჯანიშვილი)







