მოთმინებასა და მორჩილებაზე
Эта статья есть на русском языке →This is also in English →ნებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება.
მორჩილება ცეცხლივით სწვავს ვნებებს.
შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.
რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!“ მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიამოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია... დედა თამარი (მარჯანიშვილი)
რადგან ურჩობის გამო განვიდევნეთ სამოთხიდან, ამიტომ ყოვლად მოწყალე ღმერთმა ინება, რთმ სამოთხე კვლავ, ჩვენი მორჩილებით დავიბრუნოთ.
ვიცი, რაოდენ მძიმეა მორჩილების უღელი, რაოდენ მტკივნეულია ნების მოკვეთა, მაგრამ ასეთი ცხოვრების სიტკბოებაც ცნობილია ჩემთვის. გზა იოლია და ხსნა ადვილია, როცა საკუთარი ნება უარყოფილია. საკმარისია ნება მოვიკვეთოთ და მშვიდი და ნეტარი ცხოვრება მოგვევლინება.
ზოგიერთი, ცდუნებას აყოლილი, ამპარტავნებისა და თვითნებობის გამო ისჯება; ხოლო ის, ვინც მორჩილებით და თავმდაბლობით ეძიებს ღმერთს, ქრისტეს წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელში არ ჩავარდება.
თუკი ადამიანი არ ტოვებს გულში დაბუდებულ საკუთარ ნებას, და ყველაფერში საკუთარ თავს არ უარყოფს, თუ არ ჩამოშორდება თავის სიმდიდრესა და ქონებას და არ დაემონება ღმერთს სულიერი მამასთან მორჩილების გზით, იგი ვერც შეიტყობს და ვერც აღასრულებს ღვთის ნებას.
თუკი სულიერ მამასთან მომთმენნი: დამჯერნი და მორჩილნი იქნებით, მაშინ მშვენიერი იქნება უფლის მოსაგებელი: და გაიხარებთ იმ ღვაწლით, რომელიც მოხსენდება უფალ ღმერთს. ვინც ემორჩილება თავის მოძღვარს, ის უფალი ღმერთის ნებას აღასრულებს და ვინც ღმერთს ემორჩილება, ის თავის მოძღვრის მორჩილებაშიცაა.
მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეფრაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
უნდა ვერწმუნოთ მათ, ვისაც უფლისგან აქვთ ჩვენზე ზრუნვის მადლმოსილება, თუნდაც მათი ბრძანებულებანი ჩვენი ხსნის საწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ. ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია უყოყმანო მორჩილება მაშინაც კი, როცა მოთხოვნა მოულოდნელია.
მორჩილება ესაა ადამიანური განსჯის გვერდზე გადადება მაშინაც კი როცა განსჯის დიდი ნიჭი გაქვს.
წმიდა მამები ფსალმუნებს იარაღს უწოდებენ, ლოცვას - კედელს, უბიწო ცრემლებს - განბანას, ხოლო ნეტარ მორჩილებას აღმსარებლობას, რომლის გარეშე ვერცერთი ვნებებით აღსავსე ადამიანი უფალს ვერ იხილავს.
მორჩილი, რომელიც მოძღვრის კეთილ განწყობას და შემწყნარებლობას შენიშნავს და თხოვს მას დაუნიშნოს მსახურება თავისი სურვილის მიხედვით, არც საკუთარ თავს იცნობს და არც საკუთარი სარგებელი იცის, იმიტომ რომ ასეთი კურთხევით ის კარგავს აღმსარებლურ გვირგვინს, რადგან მორჩილება ესაა თვალთმაქცობის და საკუთარი სურვილის უარყოფა.
მორჩილება საკუთარი თავის განკითხვისა და სულიერი სიჯანსაღის სურვილისგან წარმოიშვება.



