გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
მამათა სიბრძნე

მემთვრალეობაზე

10 გამონათქვამი

თუ ოდესმე ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებაშია, ყველაზე მეტად ეს სიმთვრალის დროს ხდება.

წმ. იოანე ოქროპირი#1

ისე არავინ უყვარს ეშმაკს, როგორც მემთვრალე, რადგან ისე არავინ ემორჩილება მის ნებას, როგორც ლოთი.

წმ. ტიხონ ზადონელი#2

მემთვრალე ჯოჯოხეთის გარდა, არაფრისთვის გამოდგება.

წმ. ბასილი დიდი#3

მთვრალ ადამიანს წესიერ სახლშიაც კი არ უშვებენ, არათუ ცათა სასუფეველში.

წმ. ბასილი დიდი#4

ნუ გძულს ღვინო, არამედ მოიძულე სიმთვრალე. ღვინო კი არ არის ცუდი, არამედ მისი ცუდად გამოყენება.

წმ. იოანე ოქროპირი#5

ღვინო საღმრთო საქმეა, სიმთვრალე - ეშმაკისა.

წმ. იოანე ოქროპირი#6

სასმელის უზომო მოხმარების გეენიის ცეცხლივით გეშინოდეს.

წმ. იოანე ოქროპირი#7

მთვრალი იმას გაბედავს, რასაც ფხიზელი არ გააკეთებს.

წმ. ტიხონ ზადონელი#8

ლოთი არ არის გონიერ ადამიანთა შორის ცხოვრების ღირსი. იგი ცხოველებთან უნდა მოათავსონ და ადამიანთა საზოგადოებიდან გააგდონ.

წმ. ბასილი დიდი#9

საღმრთო წერილი ზარმაცებს ჭიანჭველებთან აგზავნის შრომისმოყვარეობაში საწვრთნელად, ლოთები კი ცხოველებთან უნდა გააგზავნონ თავშეკავების სასწავლად. მღვდელმონაზონი ი. ტოლმარდოვი

#10

სულიერი ლიტერატურა — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →