გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
მამათა სიბრძნე

სიძვასა და მრუშებაზე

9 გამონათქვამი

თუ შენ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, მას გეენიის უშრეტი ცეცხლი დაუპირისპირე და შენი ვნების ალი იმწამსვე ჩაცხრება და განქარდება.

წმ. იოანე ოქროპირი#1

თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე აცთუნებს, წარმოიდგინე როგორ გაიხრწნება იგი და დამშვიდდები. აბბა ესაია

#2

რაგინდ დიდი არ უნდა იყოს ავხორცობის ძალა, თუკი საკუთარ გულისთქმას, საკუთარ თავს ღვთისმოშიშებით შემოიზღუდავთ, ვნების მძვინვარებას იოლად დაამარცხებთ.

წმ. იოანე ოქროპირი#3

ავხორცობა გვაიძულებს, ის მოვიმოქმედოთ, რისი გაფიქრებაც კი გვზარავს.

წმ. იოანე ოქროპირი#4

ზომიერად მიიღე პური, საწყაულით სვი წყალი და სიძვის ვნება განგეშორება. აბბა ევაგრიუსი

#5

ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება, მრუშობის ვნება კი ნაყროვანებაზეა დაფუძნებული.

წმ. ნილოს სინელი#6

ხორციელ ბრძოლას დაუდევრობა იწვევს, იგი ჩუმად წარგიტაცებს სხვების განსჯისა და განკითხვისაკენ და ამ გზით გიმუხთლებს.

წმ. ბარსანუფი დიდი#7

როგორც ღელვის სიმძაფრე უსაჭო ნავს იტაცებს, ისე უკრძალავსა და უდებებით მიშვებულს გონებას იტაცებს გულის-თქმა სიძვისა.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი#8

როგორც ლერწმითა და თივით შეუძლებელია ცეცხლის შემაგრება, ეგრეთვე შეუძლებელია ბრძოლა და მორევნა სიძვის ვნებისა სიმაძღრით ჭამითა.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი#9

სულიერი ლიტერატურა — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →