10 ივლისი პარასკევი
ძველი სტილით — 27 ივნისიდღეს
წმიდა გიორგი მთაწმინდელი (+1065)
მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა გიორგი მთაწმიდელისა (1066)*›
- მღვდელმოწამისა კირიონ II-ისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1918)*›
- ღირსისა სამსონ უცხოთშემწყნარებელისა (530)›
- მართლისა იოანა მენელსაცხებლისა (IL)›
- ღირსისა სევეროს ხუცისა (VI)
საკითხავები
ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: 1 კორ. 4: 5-8 (დას. 130, შუა). მთ.13: 44-54 (დას. 55).ღირ.: რომ. 3: 28 - 4: 3 (დას. 85). მთ. 7: 24 - 8: 4 (დას. 24).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს, წმ. გიორგი მთაწმიდელის განგებასთან ერთად ჩატარდება წმ. კირიონის განგება. ასეთ შემთხვევაში დაემატება მღვდელმოწამის საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ადამიანის სული ამქვეყნად დინების საწინააღმდეგოდ მიმავალ გემს ჰგავს: ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და თუ ძალას არ იხმარს გზის გასაგრძელებლად, ისევ უკან წაიღებს დინება. თუკი ჩვენს ძალებს კეთილი საქმეების გასაკეთებლად არ მოვიხმართ, აუცლებლად რაიმე ცუდისკენ მივიდრიკებით: მსგავსად იმისა, თუ მდინარეში ვცურავთ, ან დინების საწინააღმდეგოდ მივიწევთ წინ, ან დინებას უკან მივყავართ.







