31 ივლისი პარასკევი
ძველი სტილით — 18 ივლისიდღეს
ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი, მწიგნობართუხუცესი, მრავალმთას სპარსთაგან მოკლული (+1630)
მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსმოწამისა კოზმან ზუცესმონაზონისა, მწიგნობართუხუცესისა(1630)›
- მოწამისა ემელიანესი (363)
- მოწამისა იაკინთე ამასტრიდელისა (IV )›
- ღირსისა პამბო მეუდაბნოისა, ნიტრიელისა (IV)
- მოწამისა ათანასე კულიზმელისა (305-311)›
- ბეთლემის გზასა რაქელის საფლავსა ზედა ხსენება მისი
საკითხავები
1 კორ. 14: 26-40 (დას. 157). მთ. 21: 12 - 14.17-20 (დას. 83).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს წმ. კოზმანის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა, უნდა მივიღოთ, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი და არ უნდა გავიწვალოთ თავი მოჩვენებებთან ბრძოლით. რაც მოხდა, მოხდა. იყავ ნება შენი, უფალო. ავდეევი, ნევიაროვიჩი




