4 ივლისი შაბათი
ძველი სტილით — 21 ივნისიდღეს
წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი (+744) და ლუარსაბი (+1622)
მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წმიდათა დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა: არჩილისა (744) და ლუარსაბისა (1622)›
- მოწამეთა: იულიანე მეგვიპტელისა და მის-თანათა: კელსისა, ოცთა მხედართა, შვიდთა ძეთა მთავრისათა, ანტონ მღვდელისა და ბასილიასი (284-305)›
- მოწამისა იულიანე ტარსელისა (დაახლ. 305)›
- მღვდელმოწამისა ტერენტი იკონიელ ეპისკოპოსისა (I)
- ღირსისა იულიუს ხუცისა და ივლიანე დიაკონისა (VI)
- ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (აღმოყ. წმ. ნაწ.) (1996)
საკითხავები
მწუხრ.: 1) ეს. 43:9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 5: 15-24; 6: 1-3.
ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ლიტ.: მეფეთა: ეფეს. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).რიგ.:რომ. 8: 14-21 (დას. 97). მთ. 9: 9-13 (დას. 30).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს. დედა სინკლიტიკია






