გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

13 აგვისტო ხუთშაბათი

ძველი სტილით — 31 ივლისი

უფლის ცხოველმყოფელი ჯვარის პატიოსანთა ძელ თა შემოყვანების წინადღესასწაული

მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (+1082)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

2 კორ. 4: 1-6 (დას. 175). მთ. 24: 13-28 (დას. 99) - ხუთშ.2 კორ. 4: 13-18 (დას. 177). მთ. 24: 27-33, 42-51 (დას. 100)

პარ.

ლიტურგიკული შენიშვნა

*თუ უპირატესი ინებებს წმ. არსენის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.

ხმა და დღის ფსალმუნნი

1
ამ კვირის ხმაა 1რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულობაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდან მარტო ჭამა-სმაზედ დამდგარა, ანუ რომელსაც მცირე საგნებიდამ გონება მაღლა ვერ აუცილებია, ის ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე გაკიცხვისა.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026