25 აგვისტო სამშაბათი
ძველი სტილით — 12 აგვისტოდღეს
უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული
მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსმოწამეთა: გერონტი და სერაპიონ მღვდელმო ნაზონთა, ოთარ და სვიმეონ იეროდიაკონთა, გერმანე და ბესარიონ მონაზონთა, და მიქაელ მორჩილისა, დავითგარეჯის მონასტერსა შინა ლეკთაგან მოწყვედილთა(1851)*›
- მოწამეთა: ფოტისა, ანიკიტოსი და მათ თანა მრავალთა (305-306)›
- მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, კომანელი ეპისკოპოსისა (III)›
- მოწამეთა პამფილესი და კაპიტონისა›
საკითხავები
2 კორ. 8: 16 - 9: 5 (დას. 187). მკ. 3: 13-19 (დას. 12).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს ღირსმოწამეთა განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239. შენიშვნა:ამ დღეს გადმოიტანება ღირსი მაქსიმე აღმსარებლის განგება 13 აგვისტოდან (იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 1256 და 1261; სადღესასწაულო, 2013 წ. წიგნი III. გვ. 422 და 427).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 7ფსალმუნნი 46–54›
- ცისკარზე · კათიზმა 8ფსალმუნნი 55–63›
- მწუხრზე · კათიზმა 9ფსალმუნნი 64–69›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
სიცოცხლის სიტკბოებას გრძნობს არა ის, ვინც ამქვეყნიური სიხარულით ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და სიხარულით ღებულობს ჭირსა და სნეულებას, როგორც სამკურნალო ბალახებს სულისათვის, საზრდელს და კი სჯერდება იმდენს, რამდენიც საკმარისია ხორცთა განსამტკიცებლად.






