გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

29 აგვისტო შაბათი

ძველი სტილით — 16 აგვისტო

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების შემდგომი დღესასწაული

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (944); ანჩისხატობა - მამა ანტონობა მარტყოფში

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

მწუხრ: 1) 2 შჯ. 4: 1, 6-7, 9-15. 2) 2 შჯ. 5: 1-7, 9-10, 23-26, 28; 6: 1-5, 13, 18. 3) 3 მეფ. 8: 22-23, 27-30*.

ცისკ.: ლკ. 9: 51-56; 10: 22-24 (დას. 48, შუა)*.

ლიტ.: ხატისა: კოლ. 1: 12-18 (დას. 250). ლკ. 9: 51-56; 10: 22-24 (დას. 48 შუა).რიგ.: 1 კორ. 2: 6-9 (დას. 126). მთ. 22: 15-22 (დას. 90).

ლიტურგიკული შენიშვნა

* თუეკლესია ანჩისხატის სახელზეა აგებული, ან ინებებს უპირატესი, შეასრულოს ამ დღეს განგება ღამისთევით, მაშინ მწუხრზე წაიკითხება საწინასწარმეტყველო და ცისკარზე სახარება (იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 1284, 2013 წ. წიგნიIII,გვ. 455)

ხმა და დღის ფსალმუნნი

3
ამ კვირის ხმაა 3რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ვინც თავის ნებას მისდევს, ის ღვთის ნებას განაგდება და ღვთაებრივი მადლის მოქმედებას ეწინააღმდეგება.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026