10 აგვისტო ორშაბათი
ძველი სტილით — 28 ივლისიდღეს
ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელი (+1029)
მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა გიორგი მაშენებელისა, ათონელისა(1029/ 1033)*›
- მოციქულთა 70-თაგანთა: პროხორე, ნიკანორ, ტიმონ და პარმენ დიაკონთა (I)›
- მოწამეთა: ივლიანესი (II), ევსტათი ანკვირელისა, მხედრისა (316) და აკაკისა (321)›
- მოწამისა იზიტბოზიტისა, რომელი იყო ნათესავით სპარსი და იწამა ცეცხლისმსახურთა მიერ (VI)
საკითხავები
2 კორ. 2: 3-15 (დას. 171). მთ. 23: 13-22 (დას. 94).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს ღირსი გიორგის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
იქ, საცა ერთი მხრით სამშობლო და მეორე მხრით სხვაა, სხვას მარტო ნამეტანობისაგან უნდა მიეცეს. ნამეტანობაზე, ჩვენდა საუბედუროდ, ჯერ შორსა ვართ, და რაც ჩვენთვის საკმაო არ არის და თვით ჩვენ გვჭირია, იგი მარტი ჩვენს სამშობლოს უნდა გამოვუზოგოთ და შევწიროთ.





