26 აგვისტო ოთხშაბათი
ძველი სტილით — 13 აგვისტოდღეს
უფლის ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნა
მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა(აღესრულა საქართველოში 662)*
- მოწამეთა: იპოლიტესი, ირინეოსისა, აბუნდისა და კონკორდიასი, რომში წამებულთა (258)›
- მღვდელთმთავრისა ტიხონისა, ზადონსკელი სასწაულთმოქმედისა (1783)›
საკითხავები
2 კორ. 9: 12-10: 7 (დას. 189). მკ. 3: 20-27 (დას. 13).
ლიტურგიკული შენიშვნა
* ღირსიმაქსიმე აღმსარებელის განგება გადაიტანება წინა დღეს, ფერისცვალების წარგზავნის გამო. იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. 23. 1261; სადღესასწაულო, 2013 წ. წიგნი III გვ. 427. შენიშვნა:თუ უპირატესი ინებებს, მაქსიმე აღმსარებელის განგება გადაიხადოს უფლის ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნის განგებასთან ერთად, მაშინ მისთვის საკითხავები:ცისკ.:მთ. 10: 32-22 (დას.38).ლიტ.:ებრ. 11: 33-12: 2 (დას. 330). ლკ, 12: 8-12 (დას. 64). განგება შესრულდება მსგავსად: „უკუეთუ დაემთხვიოს პოვნაი პატიოსნისა თავისა იოანე წინამორბედისაი...წარგზავნასა თანა ქრისტეს ამაღლებისასა...“ (იხ. ზატიკი, 1850წ. მარკოზის თავთაგან, გვ. 470. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 1040; 2013 წ. წიგნი III, გვ. 175).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა.




