23 მაისი შაბათი
ძველი სტილით — 10 მაისიდღეს
წმ. ქეთევან დედოფლის ხსენება
შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა
აღდგომიდან მე-6 შვიდეული. შაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ყოვლადქებულისა მოციქულისა სიმონ მოშურნისა(კანანელისა)საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლისა(I)
- მოწამეთა: ალფესისა, ფილადელფისა, კვიპრიანესი, ონისიმესი, ერაზმისა და სხვათა (251)›
- მოწამისა ისიქი ანტიოქელისა (IV)
- ღირსისა ისიდორე სალოსისა (IV)›
- ნეტარისა ტაისიასი (V)›
- ღირსისა ევსუქი (ისიხიოსი) აღმსარებელისა და საკვირველთმოქმედისა, გალატიის ანდრაპადან (781)
- მოწამეთა ფილიმონისი და აკაკისა (284-305)
- ღირსისა ნისიმესი, რომელი იყო ასული მეფისა ეგვიპტელისა და იქმნა მამასახლის უდაბნ
საკითხავები
ოს მოძღვართა ზედა რიცხვით ოთხასთა წმიდათა მამათა. მოწამისა აბრაამ ბულგარელისა (წმ. ნაწ. გადას. 1230 წ.).
ცისკ.: ინ. 21: 15-25 (დას. 67).
ლიტ.: საქმ. 20: 7-12. (დას. 43). ინ. 14: 10-21 (დას. 48).მოც.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). მთ. 13: 54-58 (დას. 56).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ეშმაკს არ მიესვლება სულში, რომელიც არანაირ ვნებას არ ასაზრდოვებს. ასეთი სული ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს და დაეთანხმება მას, დაბნელდება. ეშმაკი დაინახავს, მიუახლოვდება და იწყებს მასზე ბატონობას. სულს, უმთავრესად, ორი მოძრაობა აშფოთებს – სიძვა და მრისხანება.





