29 მაისი პარასკევი
ძველი სტილით — 16 მაისიდღეს
წარგზავნა უფლის ამაღლების დღესასწაულისა
აღდგომიდან მე-7 შვიდეული. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა თეოდორე განწმედილისა, იღუმენისა, ღირსისა პახუმი დიდის მოწაფისა (368)›
- მღვდელმოწამისა ალექსანდრე იერუსალიმელ ეპისკოპოსისა (213-250)
- მოწამეთა: ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტიასი (303)›
- ნეტარისა ყრმისა მუზა ქალწულისა (V)›
- ღირს მამათა, წმიდა საბას ლავრაში გვემულთა (614)
- გიორგი II მიტილენელ ეპისკოპოსისა (IX)›
- მოწამეთა: ავდა და ავდიისუ, სპარსელ ეპისკოპოსთა და მათ თანა თექვსმეტთა ზუცესთა, ცხრათა დიაკონთა, ექვსთა მონაზონთა და შვიდთა ქალწულთა, ქვეყანით ხასხარით და ოცდაცხრამეტთა ერისკაცთა ქრისტიანეთა
საკითხავები
საქმ. 27: 1-44 (დას. 50). ინ. 17: 18-26 (დას. 57).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
მავნეა სიტყვა, რომელსაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს მსმენელთათვის.







