4 მაისი ორშაბათი
ძველი სტილით — 21 აპრილიდღეს
მოწამენი: თეოდორე და დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოგრაფტი და დიონისე (II)
აღდგომიდან მე-4 შვიდეული. ორშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამისა ექვთიმე გაენათელ მიტროპოლიტისა(შერვაშიძე, 1822)*
- მღვდელმოწამისა იანვარ ვენივენდოს ეპისკოპოსისა და მის თანა მოწამეთა: სოსე და პროკლე დიაკონთა, რომელნი იყვნენ ქალაქით პოტიოლით, ევტვიქი და აკუსტიონ დიაკონთა და ფავსტო და დისიდერი კლირიკოსთა (305)
- მოწამეთა: თეოდორე პერგიელისა, დედისა მისისა ფილიპიასი, დიოსკორესი, სოკრატესი და დიონისესი (II)›
- მოწამეთა: დედოფლისა ალექსანდრასი, ისაკისა, აპოლოსისა და კოდრატესი (303)›
- მაქსიმიანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (434)›
საკითხავები
საქმ. 10: 1-16 (დას. 24). ინ. 6: 56-69 (დას. 24).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს მღდელმოწამე ექვთიმეს განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ადამიანები, იმის მაგივრად, რომ ღმერთს შეუერთდნენ, გაამაყდებიან, მოიხიბლებიან, სხვებს განიკითხავენ, თავის თავს წმინდანებს უტოლებენ. ზოგს სულაც წმინდანი ჰგონია თავი. ღმერთი მათზე სასჯელად და გონზე მოსაყვანად უშვებს, რომ მათ რაიმე სასისრცხვო ცოდვა ჩაიდინონ, რომლის სიმძიმის გამო ხშირად გონზე მოდიან, შეინანებენ და გამოსწორდებიან. მაგრამ ხშირად ესეც არ შველით და სამუდამოდ იღუპებიან.
— სქემარქიმანდრიტი ზოსიმე (ზაქარია) მინაევი · #




